IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდა. ადრე ის დაკავებული იყო ქართული საზოგადოების გადაგდებით, დღეს საკუთარ პარტნიორებს აგდებს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენების საკითხს.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება დიდია და ამიტომაც, კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ.

გადაგდება „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში, ისინი კარგად ხვდებიან, რომ სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და მთლიანად, ხელმოცარულ ოპოზიციას შორის იმდენად დიდია, რომ ისინი კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ და წინა საარჩევნო ბრძოლა ერთმანეთთან აქვთ გაჩაღებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება