IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „გადაგდება” ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათია.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრები კონკურენტებად ერთმანეთს აღიქვამენ და წინასაარჩევნო ბრძოლა აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა” იქცევა ისე, როგორც იქცეოდა ყოველთვის. თუ ადრე ის დაკავებული იყო ქართული საზოგადოების „გადაგდებით“, დღეს საკუთარ პარტნიორებს „აგდებს“. „გადაგდება” არის „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ სინამდვილეში, ისინი კარგად ხვდებიან, რომ სხვაობა „ქართულ ოცნებასა” და მთლიანად, ხელმოცარულ ოპოზიციას შორის იმდენად დიდია, რომ ისინი კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ და ერთმანეთთან აქვთ გაჩაღებული წინასაარჩევნო ბრძოლა”, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობამ“ აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება