IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენებით დიდი შეცდომა დაუშვა, რომლის პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის, რადგან ამ ყველაფერს საზოგადოება აფასებს. , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წვერმა, ოთარ კახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

სრულიად აბსურდული არგუმენტები აქვთ მათ. თურმე ვაშაძემ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველში ნდობა დაკარგა, სად გაზომეს ეს მაინტერესებს. შეთანხმება მთლიანობაში მაინც არსებობს, ჩვენ არ დაგვირღვევია ამის პირობები და არც დავარღვევთ. ის, რომ ისნის ოლქში შეთანხმება ერთმა პარტიამ დაარღვია, ეს მათ სინდისზეა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ოლქებში ოპოზიციას საერთო კანდიდატები არ ჰყავს. თბილისში, ოპოზიცია არამარტო საერთო კანდიდატებზე, არამედ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე შეთანხმდა. ჩვენ მთავარი, საერთო ბრძოლა ივანიშვილთან გვაქვს. აღსანიშნავია, რომ მთავარი ორი ეროვნული ამოცანაა. პირველია, ივანიშვილის გაშვება მშვიდობიანი გზით, მეორე კი ქვეყნის წინ წაყვანა ივანიშვილის მოშორების შემდეგ,”– განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება