Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

მარშალ პრესი 29/01/2023
თამარ-ჩერგოლეიშვილი

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება. დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც ამომრჩევლის მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია და მისი ბელადი ასე ფარჩაკდება, ეს უღირსობა მთელ ოპოზიციაზე აისახება და ივანიშვილის რეჟიმი ძლიერდება.

პასუხისმგებლობას პირველ რიგში დანარჩენ პარტიებს ვაკისრებ (ჩვენი ჩათვლით), რომ ამ სიბინძურის ალტერნატივა ვერ შევქმენით.

ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს და დღესაც ვერ შეიგნო, რომ სანიტარული კორდონია მათთან საჭირო და მაშინ როცა ალტერნატიული დღის წესრიგი არ შუქდება, დისტანცია მხოლოდ მათზე თავდასხმით მიიღწევა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Post navigation

Previous: მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს
Next: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.