Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კაცმა ისაყვედურა, ჩემი კადრები რატომ გამოაქვეყნეთ და ჭკუასუსტად რატომ გამომიყვანეთო, ამ დროს კი მთელი მისი პარტია და საახლობლო იძახის, დემენცია აქვსო

მარშალ პრესი 29/01/2023
რამაზ საყვარელიძე

ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს იძახის. ამიტომ მისი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობის მიცემა არ ღირს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას – შესაძლებელია თუ არა, მიხეილ სააკაშვილის „შპიგელთან“ ინტერვიუ, ნიკა მელიას ირიბი მხარდაჭერა იყოს?

„მე არ მჯეროდა, რომ ამ ორი კანდიდატიდან, მელიადან და ხაბეიშვილიდან რომელიმეს აირჩევდა. ვვარაუდობდი, რომ მამულაშვილისკენ წავიდოდა მისი ყურადღება, რადგან, ჯერ ერთი, იქ შეიარაღებული ძალაა და მას უყვარს იარაღი. მეორეც, ამ ორ კანდიდატში მას უკვე იმედგაცრუება აქვს. ჩვენ გვახსოვს, რომ მელია თავმჯდომარის პოსტზე ისე გავიდა, მიშა ამის მომხრე არ იყო. ის, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე დააყენეს და ახლა კეზერაშვილის გუნდის მიმართაც მკაფიოდ გამოხატა ეს.

მას თვითონ არ აქვს რაღაცები ჩამოყალიბებული და მგონია, მთელი საქართველო მის ნათქვამს უფრო სერიოზულად ვეპყრობით, ვიდრე ღირსია ეს ნათქვამი. დააკვირდით, კაცმა ისაყვედურა, ჩემი კადრები რატომ გამოაქვეყნეთ და ჭკუასუსტად რატომ გამომიყვანეთო, ამ დროს კი მთელი მისი პარტია და საახლობლო იძახის, დემენცია აქვსო. დემენცია და ჭკუასუსტობა ხომ ერთი და იგივეა და თუ იმაზე თანახმა ხარ, დემენცია მოგაწებონ, ამაზე რატომ აცხადებ, ჭკუასუსტად არ გამომიყვანოთო? ეს დემენციის ბრალი არის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს იძახის. ამიტომ მისი ნათქვამისთვის დიდი მნიშვნელობის მიცემა არ ღირს“, – განაცხადა საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

Post navigation

Previous: ჩამოგივლით ყველა ნაძირალას ერთად – ეკა ხერხეულიძე
Next: მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.