Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარობის “სტრატკომი” ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 28/01/2023
საქართველოს მთავრობა

ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში არის ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი, ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული მორიგი ფეიკნიუსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკნიუსს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას.

აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში.

ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსების გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: ყველა დამნაშავეა, ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში – გია ხუხაშვილი
Next: ჩამოგივლით ყველა ნაძირალას ერთად – ეკა ხერხეულიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.