IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს პოზიტიურად აფასებს. მათ შორის მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევით დასტურდება, რომ საქართველო სრულად თავისუფალია კორუფციული გარიგებებისგან. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვანი სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის, – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა. მისი თქმით,  მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა რეალურად ასახავს იმ მიღწევას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად მიაღწია.

მსოფლიო ბანკის კვლევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ კორუფციისგან თავისუფლების თვალსაზრისით, ბოლო რვა წლის განმავლობაში არსებითი გაუმჯობესება შეინიშნება. კერძოდ, მოცემული კვლევის მიხედვით, 2012 წელს ქრთამის აღების და მოსყიდვის მაჩვენებლები 10%-ს უტოლდებოდა, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელი 1.4%-მდე არის შემცირებული. ეს სურათი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს სხვადასხვა პრივილეგირებული ჯგუფები და ე.წ. ელიტური კორუფცია. ბოლო წლებში სრულად აღიკვეთა დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ჩინოვნიკი აცნობიერებს, რომ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი ჩინოვნიკი მიეცა პასუხისგებაში, რაც ყველა საჯარო მოსამსახურისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ არავის არაფერი ეპატიება“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება