IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 8 სექტემბერს, მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება.

მინისტრის თქმით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რეისს ავიაკომპანია “მაი ვეი ეარლაინსი” შეასრულებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება