IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ცხადია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და „ოპოზიციური პარტიების უთანხმოებასა და გადაწყვეტილებების ვერმიღებაში“ ჩარევას არ აპირებს.

რაც შეეხება ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს, კალაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციის კანდიდატებს, რადგან ისანში „ქართული ოცნების“ კანდიდატი „კახი კახიშვილი უალტერნატივოა“.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ისანში ოპოზიციის მხრიდან წარმომადგენელი. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი კახი კახიშვილის სახით და ის არის უალტერნატივო, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა ისნის მოსახლეობის მხრიდან და ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ არჩევნები დაამთავროს პირველივე ტურში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ისნის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა. მანამდე კანდიდატად ოპოზიციამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დაასახელა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება