IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბუნებრივია მაწანწალა და მისი სექტანტები იტყვიან – აი, დაჭერით გვემუქრებიან და როგორ ჩამოვალო, მაგრამ თუ ის “ერის და სამშობლოს” გამო მზად არ არის თავისუფლების რამდენემე წელი სამსხვერპლოზე მიიტანოს, რბილად რომ ვთქვა, ჩვეულებრივი წვრილმანი თაღლითია (რაც პრინციპში აქამდეც ვიცოდით)., – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. ამავე პოსტში ჟურნალისტი საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც ეხმიანება.

თეა წულუკიანის კომენტარი იმ მაწანწალას “დაბრუნების” შესახებ იყო ის, რაც უნდა გააკეთოს იუსტიციის კარგმა მინისტრმა.
მკაფიო, კანონთან სრულ შესაბამისობაში მყოფი და ყველასთვის გასაგები”, – წერს გაბრიჭიძე და დასძენს – “ასე რომ ყველა არამზადამ ტყუილ ბორგვას თავი დაანებოს, რადგანაც დროა შეიგნონ, რომ კანონი უზენაესია”.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ქართველ ხალხს მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვა. აღნიშნულ განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შემდეგნაირად გამოეხმაურა: ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება