Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს წინააღმდეგ პრეზიდენტი ტოტალურ შემოტევაში აქტიურად ჩაება – ნანა კაკაბაძე

მარშალ პრესი 28/01/2023
ნანა კაკაბაძე

 საქართველოს წინააღმდეგ პრეზიდენტი ტოტალურ შემოტევაში აქტიურად ჩაება ..საქართველოს პრეზიდენტი.“- წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

“ქ-ნმა სალომემ უსიტყვოდ გაიზიარა უკრაინის ხელისუფლების დაუსაბუთებელი , ცილისმწამებლური, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი, ბრალდება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არღვევს რუსეთის ნინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

მან საქართველოს მხარისგან მოითხოვა მტკიცებულებებით გაექარწყლებინათ არ ჩადენილი დანაშაული.
ერთი შეხედვით, ეს ყოველივე შეიძლება საქმეში ჩაუხედავის უცოდინრობად შეფასდეს, მაგრამ თუ სწორად მივადევნებთ თვალს “მადამ პრეზიდენტის” “მოღვაწეობას” შესაძლებელია მის ქმედებებში, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების ნიშნებიც ამოვიკითხოდ..

ნუთუ ამ „ევროპიულად განსწავლულმა მადამ პრეზიდენტმა“ არ იცის, რომ მტკიცებულებების წარმოდგენა იმ მხარეს მოეთხოვება, ვინც ბრალს უყენებს მეორეს დანაშაულებრივ ქმედებაში

და არა ბრალდებულს? რა თქმა უნდა იცის. და თუ იცის მაშინ რითი აიხსნება ეს ყოველივე? “მადამ პრეზიდენტმა”, ასევე იცის რომ ის და მისი საქმიანობა, ფინანსდება ბიუჯეტიდან.მიზნობრიობა დაფინანსებისა განსაზღვრულია კანონით, რომელსაც ქ-ნი სალომე საკმაოდ ხშირად არღვევს, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებულ დაუსაბუთებულ ბრალდებებზე, ქ-ნ სალომეს, არც ერთი ცილისმწამებლისგან, არ მოუთხოვია არც ერთი მტკიცებულება.
საკუთარ ქვეყნისგან კი საჯაროდ მოითხოვს, დაუსაბუთებელი ბრალდებების დასაბუთებულად გაბათილებას.

არ ვიცით საგამოხიებო ორგანოები რამდენად დაინტეტესდებიან მომქმედი პრეზიდენტის ასეთი ქმედებებით, მაგრამ ქართველ ხალხს ნამდვილად აინტერესებს, რა დგას პრეზიდენტის ამგვარი ქმედების უკან.
გამოდის რომ გადასახადის გადამხდელები პრეზიდენტის ინსტიტუტს აფინანსებენ არა ქვეყნის იმიჯის დაცვისთვის არამედ დაზიანებისთვის . არის თუ არა ეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა?

არ არის გამორიცხული საერთაშორისოდ მიმდინარე პროცესების ფონზე “მადამ პრეზიდენტი” ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ლობირებდეს „ძლიერთა ამა სოფლისათა“ ინტერესებს, სააართველოს ინტერესების საზიანოდ.

როდესაც რუსეთიდან ჩვენი ქვეყნისათვის დაწესებული სანქციის მოხსნამ და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხმა გაიჟღერა, უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის კასიანოვის საყვედურები მყისიერად გაისმა, „არ გაბედოთ ფრენების აღდგენა, თორემ საქართველოში მყოფ ლტოლვილებს გავიყვანთ და მსოფლიო მასშტაბით თავს მოგჭრითო“. მადამ პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან ბანი მისცა ჩვენი ქვეყნისადმი აგრესიულად განწყობილ „დიპლომატს“ და შესძახა, „მეც ეგრე ვფიქრობ, საქართველოში რუსული თვითმფრინავები არ უნდა გაჭაჭანდეს!“-ო.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქ-ნი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს და მსოფლიოს გასაგონად იყვიროს – „ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი მქვია, მაგრამ მუდამ თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი ვარ და არ გეგონოთ მე აქ ქართველების ინტერესებს ვატარებო.
ასე ხდება ყოველთვის, სულ ერთია, ეს ლიტველი კუბილიუსის და ნაცების სხვა ლობისტების განცხადებები იქნება, უკრაინელი გონჩარენკოსი თუ ამერიკელი კინზინგერის.
სხვა ქვეყნის ინტერესების საკუთარ სამშობლოზე წინა პლანზე დამყენებელი პოლიტიკოსების მეტი რა გვინახავს ქართველებს, მაგრამ სალომე მათ შორის გამორჩეულია, რადგან ჯერ ერთი, სახელმწიფოს მეთაური ჰქვია და მეორეც, ამ თანამდებობისთვის გამოყოფილ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს იმის წინააღმდეგ აქტიურ მოქმედებებში ხარჯავს, რისი დაცვის მიზნითაც არის გამოყოფილი ეს მნიშვნელოვანი სახსრები.

ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესო ხდება მისი მხრიდან კანონის დარღვევით, ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საერთაშორისო ვოიაჟები სახელმწიფოს მეთაურის რანგში. დამეთანხმებით რომ მისი ესეთი უსაქციელობები არა მხოლიდ ბიუჯეტური ხარჯვის კუთხითაა საინტერესო, არამედ შინაარსობრივადაც…

აღსანიშნავია მისი უკმაყოფილობა – მისი ოფისის წინ მოწყობილ საახალწლო სადღესასწაულო ღონისძიებებით, რომელსაც არაადექვატურად „რუსულ ბაზარს“ ეძახის.
შიგა და შიგ უფლებამოსილების გაზრდას და სხვა ქვეყნებში ელჩების დანიშვნის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას მოითხოვს!

ბოლო ხანებში არაპირდაპირი ქვეტექსტებით იმის მუქარაც დაიწყო, თუ თავს არ დამანებებთ, შეიძლება მსჯავრდებული სააკაშვილიც შევიწყალოო. იმ ხალხს კი, ვინც ეს სამართლიანად გააპროტესტა, ზიზღით მიმართა, რას მომივარდით აქ და რატომ დამირღვიეთ ჩემს სასახლეში თბილად მოწყობილი მყუდროება და კომფორტიო.
მოკლედ, მადამ პრეზიდენტის უფლებამოსილების დარჩენილ ვადაში, კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ თუ სახელმწიფო ქვეყნის მეთაურის ამგვარი ქმედებებით დროზე არ დაინტერესდება.”- წერს ნანა კაკაბაძე.

Post navigation

Previous: სააკაშვილმა ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით – მიხეილ ყაველაშვილი
Next: ვანო მერაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.