Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 28/01/2023
ზურაბ ქადაგიძე

სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „გამორიცხული არ არის, ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.

„სააკაშვილმა ეს აღიარება სიბრიყვით გააკეთა თუ პატრონებს მესიჯი გაუგზავნა, მიშველეთ თორემ ყველაფერს ვიტყვიო, ეს მეორეხარისხოვანია. აქ მთავარი ერთი რამ არის – მან ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით.

ეს არის უმძიმესი ფაქტი – ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი? როცა გახაზული ხარ, არასოდეს სამშობლოს ინტერესებს არ გაატარებ, ყოველთვის დავალების შემსრულებლად დარჩები. ამაზე დიდი ტრაგედია არაფერია!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სააკაშვილის აქ შემოსვლა ძალიან დიდმა და მასშტაბურმა ძალამ დაგეგმა – თამთა მეგრელიშვილი
Next: სააკაშვილმა ისეთი აღიარება მიაყოლა, ბოლო ეჭვიც გაფანტა, რომ ის არ ჩამოსულა საკუთარი ნებით – მიხეილ ყაველაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.