IMG.GE ___________________________________ IMG.GE

როდესაც ის შეცდომებზე საუბრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის, არა შეცდომები, არამედ დანაშაული, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ამ ადამიანის მუდმივი საუბრები დაბრუნებაზე, ასევე ის სარეკლამო ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ნამდვილად მეუხერხულება რაიმე კომენტარის გაკეთება. როდესაც ის შეცდომებზე საუბრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის, არა შეცდომები, არამედ დანაშაული, რომელიც აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ, ასე რომ მართლაც ჩამოვიდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება