Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე ვანო მერაბიშვილს საშიშს უწოდებს

მარშალ პრესი 27/01/2023
ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ფარულია და აბსურდია, თითქოს წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება.

მისივე თქმით, ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, პარტიიდან არავინ არავისბა გაგდებას აპირებს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60 და 70 პროცენტზე. ვიცით, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული და არ ჩანს, ვინ ვის მისცემს ხმას. აბსურდია მანიპულირება, რომ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. აღნიშნული კომიქსები მინახავს, შესაბამისად, ახლა მთავარია, ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს. წარმოუდგენელია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი. ყველას აქვს თავისი ისტორია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რადგან არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში, კულისების უკან მართავენ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მათგანი, ნათელი მაგალითია ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

Post navigation

Previous: კეზერაშვილს “მთავარი არხი”-ს შეძენა სურს – გამოცემა “CNEWS”
Next: რასაც ხელისუფლება ამბობს ამდენი ხანია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი იყო “ქვეყნის წინააღმდეგ”, ამას თავადაც ადასტურებს?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.