IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სერიალ ‘მიჰა ჰამოდის’ მორიგი სერიით ვიხალისე ფრიად, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. ის ოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

კარგად გადაღებულია (ხედები, კარგი ოპერატორი, დაკიდებული მიკროფონი, ‘სუფლიორი’ და ა.შ). კონტენტურად კი არის ნაცსექტანტებისათვის მორიგი ფუჭი იმედისმომცემი და რეალურად ნაცებისათვის წამგებიანი.
მორიგ კლიპს სად გადაიღებს? ალბათ, სადმე ტაო-კლარჯეთში. “ეკლესიურობა” და “პატრიოტობა” უნდა დაგვანახოს ამ გაცვეთილმა ძებნილმა. მეცოდებით და გითანაგრძნობთ მიშას ფანებო…”, – წერს აბაშიძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა,რომელშიც ის  საქართველოს მოსახლეობას  ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

 

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება