IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის ოპოზიციის შიგნით ვინ ვის ეკინკლავება, ვინ რა ვერ გაიყო, მათ შორის ამჟამინდელი თუ მომავალი თანამდებობები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.  მისი თქმით, ამგვარი მოქმედება ოპოზიციის წარმომადგენლების სახეს ნათლად წარმოაჩენს.

მათ სახეს კარგად წარმოაჩენს ხალხის თვალში და რეალურად, კიდევ უფრო ამცირებს ისედაც მცირე შანსებს საარჩევნო და პოლიტიკური გაგებით, რაც მათ მანამდე ჰქონდათ. დარწმუმებული ვართ იმაში, რომ ისანში და ყველა სამაჟოროტარო ოლქში ჩვენი წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად მოიგებენ ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიცია რას ვერ გაიყოფს, დასუსტდება თუ არა, ჩვენთვის განხილვის საგანი არ არის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით,  პარტიის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება.

 

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება