Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს

მარშალ პრესი 27/01/2023
მეუფე იაკობი

ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, რამე გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ, იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში იმ ერის, ხალხის ინტერესი უნდა იყოს გატარებული, ვინც იქ ცხოვრობს. სხვისი დღის წესრიგით ვერ ვიცხოვრებთ. ისევე როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება, ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს, ჩვენ რა გავაკეთოთ?! მთავარია, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთი არ დავჭამოთ. იმის იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა. ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. შეცდომები თუ გვაქვს, დავსხდეთ და წყნარად ვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და გვჭირდება თავდაცვის საშუალებებიც. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან, მელქისედეკთან ერთად აღავლინა.

Post navigation

Previous: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები
Next: წალენჯიხის წყლით უზრუნველსაყოფად 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.