IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

ნიკა გვარამია ეხლა ამბობს, რომ ის დაკავებული ინგუში სინამდვილეში მკვლელი არ არის, უბრალოდ გაბუნიას გადაადგილებას სწავლობდა.

რატომ შეცვალა თავის ნათქვამი, და “კადიროვის მოგზავნილ მკვლელს” რატომ აფარებს ეხლა ხელს?

უბრალოდ ვიკითხე…უბრალოდ…

თან საიდან იცის ამდენი “დეტალი”. ჰა?”. – წერს მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ  ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, დაქირავებული მკვლელი არ არის და ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მარშრუტს სწავლობდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება