მელიას სააკაშვილის სექტა არ ემორჩილება, ენმ გაყოფის საფრთხის წინაშე დგას

1120
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება საკმაოდ გამწვავდა. ეს კი საგრძნობია, როგორც საჯარო სივრციდან, ასევე შიგნიდან გამოსული ინფორმაციითაც. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რეალურმა ბელადმა სააკაშვილმა, პარტიის ნაწილი პარლამენტში მაინც შევა. ის ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი პოლიტიკური მომავალი სასწორზე დგას და ქუჩაში დარჩენა განადგურების მეტს არაფერს უქადის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც პარტიას სოლიდური თანხებით აფინანსებენ.
„ველი, რომ ენმ -ის სიიდან ნაწილი შევა და არ არის გამორიცხული ეს დეპუტატები, როგორც სალომე სამადაშვილი გამოეყო, ასე გამოეყონ და თავიანთი პოლიტიკური მომავალი სხვა ფრაქციებში ჰპოვონ. ველი, რომ ენმ-ში ცვლილებები იქნება და აქაც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – თუ სააკაშვილს ის ჯგუფი ჩამოშორდება, რომელსაც მისი კარნახის ქვეშ მოქმედება აღარ სურს, ვის გარშემო გაერთიანდებიან? იქნება კი ეს მელია, რომელიც თავისი უპრინციპობით გამოირჩევა, თუ ახალი მიზიდულობის ძალა გაჩნდება? ეჭვი მეპარება, მელიამ შეძლოს და სააკაშვილს წინააღმდეგობა გაუწიოს. ის პარტიის რეალურ რეორგანიზაციას ვერ შეძლებს. ამის უფლებას ჯერ არც სააკაშვილი მისცემს და არც ის ხალხი, რომლებიც პარტიაში მხოლოდ სააკაშვილს ემორჩილებიან და მისი დაარსების დღიდან იქ არიან. სრული პროგნოზის დადება ძალიან რთულია, რადგანაც სააკაშვილის პროგნოზირება წარმოუდგენელია. ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომლის თავში რა შეიძლება მოიხარშოს, არავინ იცის“, – ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება