ეს ადამიანები არ იყვნენ გულწრფელები, როდესაც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ – რატი იონათამიშვილი

203
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ეს ადამიანები არ იყვნენ გულწრფელები, როდესაც გაყალბებაზე საუბრობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს.

„მათი ინტერესი უნდა იყოს, რომ ამ კომისიის მუშაობაში იყვნენ ჩართული. ერთი მხრივ, საუბრობდე, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე მხრივ, შენთვის არ იყოს საინტერესო არჩევნების შედეგების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში ჩართვა, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, ეს ადამიანები არ იყვნენ გულწრფელები, როდესაც გაყალბებაზე საუბრობდნენ და დღევანდელი დღეს, როდესაც ისინი უარს ამბობენ მონაწილეობაზე კომისიის მუშაობაში, ადასტურებს ზუსტად იმას, რომ ისინი არაგულწრფელები იყვნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება