Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები – ანრი ოხანაშვილი

მარშალ პრესი 26/01/2023
ანრი ოხანაშვილი

ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს ევროპის ფარგლებში, ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო. თუკი ვსაუბრობთ კითხვის ნიშნებზე, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს შეიძლება ჰქონდეთ, შეფასებაში და პოლიტიკურ დისკუსიაში კი არ უნდა შევიდეთ, არამედ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით. ფაქტები მიუთითებს, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმამდეა დაყვანილი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი საჩივრები. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლესთან და სასამართლოსთან მიმართებაში საქართველოს მოქალაქეს აქვს ნდობა. მოქალაქე სამართალს პოულობს საქართველოში, შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში მიმართვა არ არის საჭირო“, – აცხადებს ოხანაშვილი.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს, ეს არის სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მიზანს შედეგი უნდა ჰქონდეს ის, რომ მოქალაქემ დაკარგოს ნდობა სასამართლოსადმი. ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დაიწყო სისტემური რეფორმებით და ზოგადად იუსტიციის სფეროში რეფორმების შედეგად მოქალაქეებს დავუბრუნეთ ნდობა სასამართლოსადმი“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

Post navigation

Previous: გიული ალასანიას წამოცდენა ეთერში (ვიდეო)
Next: ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან – ნინო ნადირაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.