Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრიი კასიანოვის გამოძახებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მარშალ პრესი 25/01/2023
UKR

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის საქმეთა დროებითი მმართველის, ანდრიი კასიანოვის გამოძახებასთან დაკავშირებით.

“2023 წლის 25 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს.

უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით  რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის  რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: სკანდალური უხერხულობის შემთხვევაში პოლიტიკაში, დიპლომატიაში ერთ-ერთი ხრიკია, ყველაფერი დაბრალდეს „მეისრეს”. არაა გამორიცხული, ამგვარ „მეისრედ” ანდრეი კასიანოვი ვიხილოთ
Next: საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.