რითი ჩავანაცვლოთ სახლის დალაგების რუტინა

267
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნებისმიერ ადამიანს უწევს ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც უმეტესად წვრილმანებისგან შედგება და რუტინადაა ქცეული. მართალია, თანამედროვეობაში ტექნოლოგიები დაიხვეწა და სულ უფრო ნაკლებად გვიწევს წვრილმანების კონტროლი, თუმცა მაინც ძალიან ბევრი დეტალი რჩება ისეთი, რომელსაც ჩვენი ჩარევა და ჩვენი ხელის შევლება სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ ფენას თუ ადამიანის ტიპს მიეკუთვნებით, მსგავსი სახის გამოწვევები თქვენი ყოველდღიურობა აუცილებლად იქნება. განსაკუთრებით მოსაწყენია სახლისდალაგება, რომელიც პერიოდულად უნდა ჩაატარო, რათა სუფთად და კომფორტულად იყო. ეს ის აუცილებელი საქმეა, რომელსაც თავს ვერცერთი ადამიანი აარიდებს, თუმცა როდესაც გადატვირთული გრაფიკი გაქვს, სახლში გვიან ბრუნდები და კიდევ ამ პრობლემაზე გიწევს ფიქრი, ნამდვილად დამღლელია. არასასიამოვნოა მაშინაც, როდესაც თავისუფალი გრაფიკი გაქვს, რადგან ამ საქმის კეთება ეტაპობრივად აუცილებლად მოგიწევს. ასეთ შემთხვევებში, კარგია იმის ცოდნა, რომ ქართულ ბაზარზე არსებობს პლატფორმა, რომელსაც შეუძლია ყველა ეს პრობლემა მოაგვაროს და თქვენს ყოველდღიურ საზრუნავს წერტილი დაუსვას.

Helpyთანამედროვე, პროფესიონალური დალაგების სრულად ავტომატიზირებული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის დალაგების სერვისს და მას აკავშირებს პროფესიონალ ქლინერებს, ვინც მიხედავს ნებისმიერი სახისა თუ სირთულის ობიექტის დალაგებას, ფანჯრების წმენდასა და ქიმწმენდას. ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ უმარტივესად, ყოველგვარი პირდაპირი კონტაქტის გარეშე აირჩიოთ დალაგების თქვენს საჭიროებასა და ფინანსებზე მორგებული მომსახურება. პლატფორმაზე დალაგება დასუფთავებადაყოფილიასხვადასხვა სახის სერვისებად, რაც მომხმარებელს უმარტივებს არჩევანის შესაძლებლობას და საშუალებას აძლევს მისთვის კომფორტული გადაწყვეტილება მიიღოს. პლატფორმის მთავარი მიზანია შესაძლებელი გახადოს ეს სერვისი ნებისმიერი ტიპის ადამიანისთვის, განურჩევლად ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობისა და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ფენისთვის.

 

პლატფორმა საშუალებას გაძლევთ საიტის მეშვეობით უმარტივესად აირჩიოთ სასურველი მომსახურება და დალაგებისთვის თქვენთის სასურველი დრო. Helpy-ს სისტემაში შესაბამისი დეტალებისა და მონაცემების შეყვანის შემდეგ დგინდება დაბინძურების დონე, რის შემდეგ დალაგებისთვის საჭირო დრო ითვლება და ანგარიშდება მომსახურების ღირებულება. საინტერესოა ისიც, რომ ვებ-გვერდზე გაქვთ შესაძლებლობა კონკრეტული ერთი სერვისის მიღმა დამატებითი მომსახურებებიც აირჩიოთ. დაბინძურების დონის, დალაგებისთვის საჭირო დროისა და მომსახურების ღირებულების განსაზღვირს შემდეგ, უთითებთ მისამართს, სადაც მოწადინებული გაქვთ დალაგება და განახორციელებთ ანგარიშსწორებას. ამის შემდეგ, მითითებულ დროს Helpy-ს ქლინერი ესტუმრება შეთანხმებულ ადგილს და არჩეული სერვისის ფარგლებში მაქსიმალურად ეფექტურად დაალაგებს და მოაწესრიგებს სახლის თქვენთვის სასურველ ნაწილს. ვებ-გვერდი საშუალებას გაძლებთ აირჩიოთ როგორც მთლიანი ბინის დალაგებადასუფთავება,ასევე ერთი კონკრეტული ოთახისა თუ ობიექტის.

პლატფორმაზე შეხვდებით სხვადასხვა სერვისებს, რომელიც დაყოფილია კატეგორიებად.

ეკონომი საათობრივი ტიპის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც აირჩევთ კონკრეტულად რისი დალაგებაც გსურთ და თქვენვე გადაწყვიტთ მუშაობის ხანგრძლივობასაც. მისამართზე მოვა მხოლოდ ერთი ქლინერი, რომელიც განსაზღვრულ დროში დაალაგებს სახლს და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ხსნარითა თუ ინვენტარით.

სტანდარტულისერვისი გულისხმობს სახლის დალაგებას, რომელშიც ცხროვრობენ მაცხოვრებლები. აირჩევთ კონკრეტულ ოთახს, რომლის დალაგებაც გსურთ და ობიექტებს ამ ოთახში.

დალაგება ჯგუფითნიშნავს, რომ სახლს ესტუმრება ქლინერების ჯგუფი, რომელიც გაწმენდს მიუწვდომელ ადგილებს, საგულდაგულოდ დაალაგებს და მოაშორებს რთულად ამოსაყვან ლაქებს. სხვადასხვა ტექნიკასა და კარადებს როგორც გარედან, ასევე შიგნიდან გაწმენდენ.

რემონტის შემდგომისახლისდალაგებაყოველთვის აუცილებელი და ნამდვილად არასასიამოვნო საქმეა. Helpy-ს სერვისით სარგებლობისას, ქლინერი სახლს გაწმენდს სამშენებლო მტვრისა თუ ლაქებისგან, მოაგროვებს და გაიტანს ნაგავს.

ფანჯრებითუ გასაწმენდია, ამ საქმეს Helpy-ს გუნდი სრულად მიხედავს. მომსახურების ფარგლებში ქლინერი გაწმენდს ფანჯრის ორივე მხარეს, ჩარჩოს დაასუფთავეს გარედან და შიგნიდან, გაიწმინდება რაფა და მწერების ბადე.

ქიმწმენდააუცილებელია ხარისხიანად განცხორციელდეს, ამიტომ ამ სერვისის არჩევისას Helpy-ს სპეციალისტი გამოიყენებს მხოლოდ პროფესიონალურ ტექნიკას და უმაღლესი ხარისხის ხსნარებს. ავეჯიდან გადაიწმენდება მტვერი, შემდეგ გამოიყენებს ხსნარებს, სრულად მოაშორებს ჭუჭყსა და ლაქებს, რის შემდგომ მოშორდება ხსნარები.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება