იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია ე.წ. იმიტირებულ ბუნტზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გაესაუბრება

405
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება.

სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება