თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში განხილული არ ყოფილა – კარლ ჰარცელი

180
წაკითხვა/ნახვა

იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პოზიციების შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას თანამდებობის შესახებ განხილვა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა და პარტიებზეა დამოკიდებული ამ დისკუსიის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს კანონპროექტი და გასცეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი მიდგომაა ამ დოკუმენტში.

„გუშინდელი შეთანხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ამ პაკეტის ირგვლივ ფართო კონსენსუსი არსებობს სხვადასხვა მხარეს შორის. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების ფარგლებშია. ახლა ვენეციის კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს ეს კანონპროექტი და გასცეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი მიდგომაა ამ დოკუმენტში, ან გასცენ დამატებითი რჩევები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის სრულყოფაში მოყვანა.

პირადად ჩემი გადმოსახედიდან ყოველივე ეს საკმაოდ დამაიმედებელია. იყო დისკუსიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პოზიციების შესახებ, თუმცა თამარ ჟვანიას თანამდებობის შესახებ განხილვა 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა და პარტიებზეა დამოკიდებული ამ დისკუსიის გაგრძელება“, – განაცხადა ჰარცელმა.

კომენტარები
მოწონება