მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილს – შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები – ჯობია აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე

517
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მადლობა უთხარი ღმერთს, რისი შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სებისკვერი და ლოცვა-კურთხევა, მიიღე და წყნარად, მშვიდად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას, – ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე სტეფანის თქმით, როდესაც პრეზიდენტი ხარ „თავში არ უნდა აგივარდეს და ყველაფერი შენი არ უნდა გეგონოს, რადგან ამას ციხეც შეიძლება მოჰყვეს“.

,,შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი, რაში გჭირდება, ვის ეპოზიორები ან რას შვები. თუ მართლა გინდა შერიგება დაიწყე, რა. სასულიერო პირებმაც დაიწყეს საუბარი საყოველთაო შერიგებაზე, ვითომ მოგინდა და შერიგდები უცებ, შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც. ხან პრეზიდენტი ხარ და ხან ციხეში ხარ, ორივე სიტუაცია უნდა გაანალიზო, პრეზიდენტი რომ ხარ თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი ნუ გგონია, მერე ციხეც შეიძლება მოჰყვეს. ციხეშიც ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ და ახლავე გამომიშვითო, რომ გამოგიშვან ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები…. ჯობია აღიარო, რომ არასწორად იცხოვრე, გააკეთე რაღაც, შეეგუო მდგომარეობას. მადლობა უთხარი ღმერთს, რისი შიმშილობა? უწმინდესმა გამოგიგზავნა სებისკვერი და ლოცვა კურთხევა, მიიღე და წყნარად, მშვიდად გააგრძელე სინანულით ცხოვრება. რა გინდა, რას ეპოტინები ხელისუფლებას? ვის რაში სჭირდება, ან რას უმტკიცებთ. არ მინდა ამ ადამიანებს ცუდი რამ მოუვიდეთ, მაგრამ თუ უფალთან არ შევრიგდით ბოროტთან შერიგება არ გამოვა“, – აღნიშნა მეუფე სტეფანემ 23 ოქტომბერს ქადაგებისას.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება