Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს – რატი იონათამიშვილი

მარშალ პრესი 25/01/2023
რატი იონათამიშვილი

ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლევან ხაბეიშვილს საქართველოს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, ის შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უხერხულია, – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები მიხეილ სააკაშვილის საკითხს თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ, რათა იქნებ თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, რადგან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია პარტიის თავმჯდომარეობა, რომ რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ. ესეც არის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობა“ შემორჩენილ მხარდამჭერებს კარგავს. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ რადიკალური დაჯგუფებაა, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის. ვინ უფრო რადიკალია და ვინ უფრო ნაკლები – სინამდვილეში, ყველა ერთი და იგივეა, მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: კასიანოვი ამჯერად საკუთარ ხალხს ემუქრება
Next: ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.