ირაკლი კობახიძე რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე – სამწუხარო ფაქტია, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ

258
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამწუხარო ფაქტია, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისრება.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებისთვის სიმშვიდის შენარჩუნებაა მთავარი.

 

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე 30 ოქტომბრამდე, ეს არის მთავარი. დანარჩენ დეტალებში გავერკვევით, ეს პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებების საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით დეტალებში გარკვევას და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ინციდენტთან დაკავშირებით. ზოგადად, მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება ამ არჩევნებისთვის, ჩვენ ამ 3 კვირის განმავლობაში მშვიდი გარემო შენარჩუნებული გვქონდა და ასეთივე მშვიდი გარემო უნდა შევინარჩუნოთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, ეს არის პრინციპული“,-განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება იყო. დავით კირკიტაძის ინფორმაციით, ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა. მისივე თქმით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. როგორც დავით კირკიტაძე აცხადებს, იდენტიფიცირებული არიან ინციდენტში მონაწილე პირებიც და ისინი 14 ოქტომბერს, ე.წ. „ცოცხების აქციის” მონაწილეები არიან.

დათო კირკიტაძე რუსთაველებმა წიხლსქვეშ გაიგდეს (ვიდეო)

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება