Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ კრიტიკულ დეპარტამენტში იქნას გადაყვანილი

მარშალ პრესი 24/01/2023
ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. აღნიშნულის შესახებ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც კლინიკური დირექტორი განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კონსილიუმიც შეიკრიბა და ჩაითვალა, რომ სააკაშვილის პარამეტრები რეანიმაციულ მკურნალობას არ საჭიროებს.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, დღეს მოვიდა პასუხი, რომ PCR ტესტი დადებითია. დღესვე, შეიკრიბა ექიმების შემადგენლობით კონსილიუმი, მათ შორის, იყო რეანიმატოლოგიც. პაციენტი იქნა ნანახი, შედგენილი და შეთანხმებული იქნა მკურნალობის სქემა და ჩაითვალა, რომ მისი პარამეტრები არ შეესაბამება იმას, რომ გადაყვანილი იქნას კრიტიკულ დეპარტამენტში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ის უარყოფს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა.

„გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან აქვს შალვა ხაჭაპურიძეს ეს ინფორმაცია. რამდენადაც ვიცი, თვითონ არც ყოფილა დღეს, მსგავსი ეპიზოდი არ ყოფილა“, – აცხადებს ჩხაიძე.

Post navigation

Previous: თეონა ანა და ხათუნა პრემიერს იბარებენ (ვიდეო)
Next: დროთა განმავლობაში ვრწმუნდები, რომ ეს სააკაშვილის კომერციული პროექტი იყო – ლევან მამალაძე პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს აგვისტოს ომი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.