ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ – იუსტიციის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

1104
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – მის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.
ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, – წერს რატი ბრეგაძე

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება