დავით ქართველიშვილი: რაც დღეს ბათუმში ხდებოდა – 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზებაა

633
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

,,ის, რაც ხდებოდა დღეს ბათუმში – ეს არაა თავდადება, ეს არაა რევოლუციური განწყობა. ეს არის 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზება აჭარის უკლებლივ ყველა რაიონიდან.” – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც მანიფესტანტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა. ქართველიშვილის თქმით, ქვეყნის სტაბილურობას და წინსვლას ვერც 20 ლარში გაცვლი და ვერც 30 ვერცხლად გაყიდი.

,,მე, თუ რევოლუციის მოწყობაში მონაწილეობის მიღებას დავაპირებ, ფიზიკურად და სულიერად ნაწამები უნდა ვიყო, ხოლო ჩემი რევოლუციური განწყობის ობიექტი – ჩემი, ჩემი ოჯახის, ქვეყნისა და სახელმწიფოს მწამებელი უნდა იყოს. მშიერი, რომ ვიყო, ან ნახევრადშიშველი, ჩემიანების დასაცავად თავდადება უნდა მიღირდეს და მე ქუჩაში აუცილებლად გავვარდები. და, რა თქმა უნდა, – ამაში 20 ლარს არ ავიღებ. არც ოცდახუთს.

ის, რაც ხდებოდა დღეს ბათუმში – ეს არაა თავდადება, ეს არაა რევოლუციური განწყობა. ეს არის 500-600 ოცლარიანი აქტივისტის 2-3 საათიანი მობილიზება აჭარის უკლებლივ ყველა რაიონიდან. და ამით რა? სტაბილურობას და წინსვლას ვერც 20 ლარში გაცვლი და ვერც 30 ვერცხლად გაყიდი. ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე“ – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება