Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევის საშუალება

მარშალ პრესი 24/01/2023
ირაკლი კობახიძე

გასული წლის 24 თებერვლიდან, ამ ადამიანებმა არაერთხელ სცადეს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი – ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალება არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა, ამის საბოლოო მიზანი კი არის მეორე ფრონტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

კობახიძის თქმით, ამ ყველაფერზე კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობენ.

„ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა, ქვეყანაში სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა, რაც არის მათი საბოლოო მიზანი. ამის საშუალებას ჩვენ მათ ბუნებრივია, არ მივცემთ. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის დარღვევის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, უნდა შეიკრიბონ, რათა ყველამ გაიგოს, რომ მათი ურყევი ნება ძლიერი და ერთიანი საქართველოს მშენებლობასთან, ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით არასდროს გადაიხედება.

Post navigation

Previous: არის აშკარა მცდელობა რომ აღდგეს „ნაცმოძრაობის“ თუნდაც მცირედი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე – ირაკლი კობახიძე
Next: ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.