Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა

მარშალ პრესი 24/01/2023
327286453_469561888722307_7793197299966619053_n
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება.
ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით.
ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს.
ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.

Post navigation

Previous: აქამდე, აკია ბარბაქაძის და სხვების დაწყებული პროცესი რუსთაველზე სამოქალაქო ომით დასრულდა და რავიცი – ელისო კილაძე
Next: ვინ არის ყოფილი მოსამართლე ინგა თორდია და რა როლი მიუძღვის საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებულ შეტევებსა და ხელოვნურ დისკრედიტაციაში – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.