მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით რუსთავის ციხეში ექიმთა კონსილიუმი შევიდა

236
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ექიმების მრავალპროფილური ჯგუფი იმყოფება, ცოტა ხნის წინ იქ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყოფშიძეც მივიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამედიცინო დაწესებულებაში.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის უკვე 23-ე დღეა საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით, მრავალპროფილური ექიმთა ჯგუფი შეიქმნა, ისინი საპატიმროში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება