IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მერამდენე დანაშაული უნდა ჩაიდინოს nazziმოძრაობამ კიდევ,რომ დარწმუნდეს ყველა იმაში,თუ რა სასტიკი, ტერორისტული ორგანიზაციაა ის?
✔️უკრაინაში მიშა თავს უყრის ტერორისტ-ბოევიკებს,მათ უხდიან ქართველებისგან ნაძარცვ ფულს და არა მარტო მათ ფულს. შემდეგ უკვეთავენ მკვლელობას, ჩამოჰყავთ ჩვენს ქვეყანაში ქილერები და ხოცავენ უდანაშაულო ხალხს.
✔️მოდით ჩამოვთვალოთ,ნაწილობრივ ის საქმეები, რომლებიც ნაცმოძრაობის, კონკრეტულად სააკაშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის დაკვეთით განხორციელდა საქართველოში უახლოეს წლებში.(ზოგი მათგანი შედგა,ზოგიც საბედნიეროდ ვერ შედგა).

ეს კლასიკური ტერორისტული აქტებია!
1. ჩატაევის ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა( შედეგი იცით 2012 ში გარდაიცვალა 9 ჩეჩენი და 3 ქართველი), შემდეგ იგივე ბანდა 2017 ში აწყობდა ტერაქტს თბილისში. ერთი გარდაცვლილი გოლაშვილი ვანო და 5 დაჭრილი სპეცრაზმელი,სათავე უკრაინაში.
2. ბესო ხარძიანის მკვლელობა-დამეტოვი და დოევი, ესეც უკრაინული კვალით.
3. ყლიყვის აფეთქების( მე რომ მაბრალებდნენ ეს სირები,როგორც ყველაფერს) კვალიც მიშასკენ მიდის.
4. გაბუნიას მკვლელობის მცდელობა, “ბოკოვი”-უკრაინული კვალი.( მე ვფიქრობ, რომ ესეც მიშას ბინძური გეგმაა)
5. ჩემი ოჯახის განადგურების დაგეგმვა სასაფლაოზე. ინიცირება ხდებოდა კიევიდან და თბილისიდან ნაცების წაქეზებით და მათი ფულით. მოვა დრო და მე ჩემს საქმეზე ყველა დეტალს ვამცნობ საზოგადოებას, ვინ აქეზებდა, ვისი ფულით, რა მიზნით, ვის უნდა შეესრულებინა და აშ. ყველაფერი იქნება ფაქტობრივი მტკიცებულებებით.

სამწუხაროდ ეს სია უფრო ვრცელია.

პ.ს. ბოდიშს ვიხდი, არ მინდოდა ჩემი ოჯახის ხსენება, მაგრამ ვაკვირდები რა, მედიაში ატეხილ ისტერიას გაბუნიას საქმეზე, შედარება მინდა გააკეთოს საზოგადოების ნაწილმა,იმისა,თუ რა მოხდა ჩემს შემთხვევაში და რა ხდება ეხლა.
გაბუნიამ არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ჩემს რწმენას, ისტორიას, ტრადიციას,ეკლესიას….ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, მეც მიუღებლად მიმაჩნია მისი საქციელი, თუმცა ამას კანონი უნდა არეგულირებდეს. ჩვენ ხომ არ ვართ nazzები, რომ არ მოგვწონს მოვკლათ ადამიანი?
კანონი, სამართალი, წესრიგი – წერს გოგაშვილი

კომენტარის დატოვება
IMG.GE