გიორგი გახარია მზად არის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დებატი გამართოს. ამის შესახებ მისი პარტიის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას.
ქემოკლიძის თქმით, გახარიას კალიბრის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მასთან სადებატოდ არის ის მზად და არა პარტიის რიგით წევრებთან.
“ბატონი ივანიშვილი არის მისი კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან”– ამბობს ქემოკლიძე.
