Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური გმირულად დაღუპული პოლიციელის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ

მარშალ პრესი 23/01/2023
327105791_2074797269377518_6892317176583969879_n

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრთან – ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის – ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მეგობრებს პირადად მიუსამძიმრეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ხსოვნას პატივი მიაგეს იუსტიციის მინისტრმა – რატი ბრეგაძემ, თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ – თორნიკე რიჟვაძემ.

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელის, უფროსი დეტექტივის – ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდები თბილისში, წმინდა ვახტანგ გორგასლის ტაძარში მიმდინარეობს. დილიდან გარდაცვლილი კოლეგის სამოქალაქო პანაშვიდზე მიდიან პოლიციელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების თანამშრომლები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროს დეტექტივს, პოლიციის უფროს ლეიტენანტს – ოთარ ღვინაშვილს ხვალ, 24 იანვარს მშობლიურ სოფელში – პატარა ჩაილურში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Post navigation

Previous: მოგწონთ, არ მოგწონთ, ლევან ბერძენიშვილი ჩვენი ქვეყნის ცოცხალი საგანძურია – ნიქო გორგილაძე
Next: არის მცდელობა, აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.