IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში ყოველწლიურად უმჯობესდება. განსაკუთრებით, პროგრესი უფრო თვალსაჩინოა, როდესაც ეს ხდება პანდემიის პირობებში, როცა მთელი მსოფლიო გაჩერებულია და საქართველოს საერთაშორისო მაჩვენებლები უმჯობესდება, – განაცხადა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შეფასებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა 2013 წლიდან, ხოლო საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწია 2019-2020 წლების ანგარიშის მიხევით – ქრთამის აღების კუთხით მაჩვენებელი 1.3%-მდე გაუმჯობესდა), ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი 0.6%-მდე შემცირდა (საჯარო ტრანზაქციების %, სადაც ქრთამი და არაფორმალური სახდელი იყო მოთხოვნილი).

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგების მიხედვით, კორუფციის თავისუფლების ინდექსის კუთხით საქართველომ 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნებში დასახელდა. 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა ასევე, მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვითაც.

“ზოგადად, კორუფციის მაჩვენებელი არის ის ძირითადი ინდიკატორი, რომელსაც ინვესტორების აბსოლუტური უმრავლესობა აქცევს დიდ ყურადღებას. შესაბამისად, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევა, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და მისი პარტნიორები EBRD, EIB, DFID, წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას აქტიურად აწარმოოს მოლაპარაკებები საერთაშორისო ინვესტორებთან“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

საქართველო ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება