Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის კანდიდატურას

მარშალ პრესი 23/01/2023
ირაკლი კობახიძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას – ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ალტერნატიული კანდიდატი იყო უკრაინის წარმომადგენელი მერეჟკო, რომელიც ჩართული იყო მმართველი გუნდისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში.

„ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კვოტით პრეზიდენტი, ხდება მეორე ვადით მისი ხელახლა არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. იყო ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა, ჩვენ არსებითად მხარი დავუჭირეთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გამოხოხდნენ როგორც იქნა – ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე
Next: ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.