Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

მარშალ პრესი 23/01/2023
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.

„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა.

„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძის განმარტებაში ყველა კითხვაზე დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხებია გაცემული – ანდრია გვიდიანი
Next: ამ სუბიექტების პოლიტიკაში ყოფნაც სირცხვილია ქართული პოლიტიკისთვის – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.