IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიისას დაღუპული ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“დეიდას ხათო, უკვე მეორე დღე დაღამდა შენს გარეშე, შენი ღიმილის, მოფერების და პოზიტივის გარეშე, შენ ხომ გულს მითბობდი, შენ ხომ მეუბნებოდი, მაგარი და წარმატებული დედა უნდა ვიყოო, ხომ გინდოდა, რომ დემეს შენით ეამაყა. ვაიმე, მოგიკვდა დეიდა. ახლა წახვედი და დაგვტოვე გულში დიდი ტკივილით, სევდით და ცრემლებით. რა ვუთხრა შენზე გამწარებულ დედაშენს ან შენზე გაგიჟებულ მამას, დეი ან შენს თავის ტკივილის, შენს ძმას ხომ ასე ეძახდი. რითი ვანუგეშო ისინი, დემე რომ ვაჟკაცი გაიზრდება ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზი დედიკო ჰყავდა, რომელსაც უყვარდა ყველა. მისი გული ათბობდა ყველას და ყველაფერს, ყველაფერს მოვუყვები, დეი.

ვაიმე, ხალხო, რა მწარე და რა მოუშუშებელი ტკივილია ეს არცერთ თკივილს არ ჰგავს, შენ ჩემი ცხოვრების ნახევარი წამართვი დეი, როგორ გაძლოს შენმა დეიმ უშენოდ, შენი თბილი ხმის გარეშე, შენი ჩახუტების გარეშე, ახლა ვინ დამხვდება დეი, რომ ჩამოვალ ან ვინ გამაცილებს, როცა წამოსვლის დრო იქნება. მოგიკვდა დეიდა შენ, გესმის დეის სულო, გამაგონე ხმა, ჩემო ფერიავ. მითხარი, ხუმრობა იყოო, მითხარი მოგატყუეო, ვაიმე, ხალხო, იქნებ მიშველოთ”, – წერს გარდაცვლილის დეიდა.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 კი- მძიმედ დაშავდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება