IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილის გზაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის საქმეზე, ტურისტული კომპანია Traveler.ge-ის ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი სამართალდამცავების მიერ განმეორებით გამოიკითხა.

კომპანიის ხელმძღვანელის გამოკითხვა საგურამოს პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობდა.

საქმე ეხება კომპანიას, რომლის კუთვნილი ავტომობილი შატილის გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფის დროს 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა. ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები მკურნალობას თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აგრძელებენ. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება