IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა და იმ პირების დასჯა არ გვინდა, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, დიჯეი კონსტანტინე ღიბრაძემ მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა.

ღიბრაძემ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დაბრუნდნენ საბურთალოელები გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს და რატომ არ მიაწოდეს ოჯახს მომხდარის შესახებ ინფორმაცია.

,,მივბრუნდით იმისთვის, რომ მოგვეძებნა გიორგი და კიდევ იქ მყოფი ხუთი პირი. მე გიორგის ოჯახთან არ მქონია კონტაქტი, მაგრამ ვისაც შეეძლოინფორმაციის მიწოდება, მათ დავუკავშირდით. გიორგი ჩემი გუნდელი იყო, მაგრამ ოჯახთან არ მქონია ისეთი კომუნიკაცია, რომ პირდაპირ დავკავშირებოდი მათ, მაგრამ ვისაც ჰქონდა ამის საშუალება მივაწოდეთ მათ ინფორმაცია. კონკრეტულად მე არ მქონია ინფორმაცია ვინ სად გარბოდა, ვის რა დაზიანება მიაყენეს, რა მოხდა. რა ინფორმაციაც მე მქონდა, მივიღე უკვე თბილისში ყოფნისას და გადავწყვიტე, რომ დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს. ვინაიდან ადვოკატებს არცერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი, უბრალოდ ცდილობენ სიტუაციის არევას. ჩვენ ხშირად არ ვთანამშრომლობთ მედიასთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლის დადგენა და იმ პირების დასჯა არ გვინდა, ვინც გიორგის მკვლელობაში მონაწილეობენ”, – აღნიშნა კონსტანტინე ღიბრაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება