ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან ძვირაღირებული ავტომობილი მიიღო საჩუქრად

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილისგან ძვირაღირებული ავტომობილი მიიღო საჩუქრად. ამის შესახებ მან 22 იანვარსმ “ფორმულა:-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„პირველად როდესაც გაჟღერდა თემა, კეზერაშვილის ოლიგარქობა და ფარული ინტერესების არსებობა პარტიაში, ჩვენთვის მართლაც შოკი იყო, რადგან ეს თანამშრომლობა, გარკვეული ურთიერთობა, მათ შორის მეგობრული ურთიერთობაც, ნიკა მელიასგან მოდიოდა დავით კეზერაშვილთან მიმართებაში.

რამდენიმე არჩევნების განმავლობაში მას პირადად ეხმარებოდნენ, პირადად მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დადის და ასე შემდეგ. მიუღებელი იყო საერთოდ ის პოზიცია, რომ ვეკითხებოდით, რატომ დაიწყე ეს თემა, რა აქტუალური იყო ქართული პოლიტიკისთვის ან პარტიული საქმიანობისთვის, არასდროს არ ყოფილა განცხადება, მინიშნებაც კი, რომ რაღაც ფარული ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს, ვიღაცის გადაყენებას ან ვიღაცის დანიშვნას, ან ვიღაცის სიაში ჩასმას.

საკრებულოს არჩევნები ჩატარდა, თავად რაიონებმა დააკომპლექტეს და თბილისის საკრებულო ნიკა მელიამ პირადად დააკომპლექტა. არავინ არსად არ ჩარეულა და არასდროს ეს საკითხი არ წამოწეულა.

ჩემთვისაც სიახლე იყო ის, რომ თურმე ეს თანამშრომლობა არსებობდა. ამიტომ არანაირ ფარულ გავლენაზე საუბარი არ არის. სინამდვილეში, არანაირი ფარული ზეგავლენის მოხდენის სურვილი არ არსებობს პარტიაში, რადგან ეს პარტია არ არის არც სახელისუფლებო, არც ფინანსური რესურსებია, არც გავლენებია, ეს ერთადერთი პარტიაა, რომელიც იბრძვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების პარტია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება