საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოპოვებულ მორიგ გამარჯვებაზე

279
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მოპოვებულ მორიგ გამარჯვებას, როდესაც საერთაშორისო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებებით დაუშვებლად გამოცხადდა საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით.

“აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები, რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით.

აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების განუზომელი ძალისხმევის შედეგია, წარმოადგენს მძლავრ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.”- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება