Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი

მარშალ პრესი 23/01/2023
დავით ქართველიშვილი

„შესაძლოა ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“– წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი.

„ბევრი გვიფიქრია, საქართველოს წინააღმდეგ უკვე ფაქტიურად ღიად წარმოებული ჰიბრიდული ომის ამ კომპონენტს – დეზინფორმაციას, ცილისწამებას, სიცრუეს – როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ. მხოლოდ მხილება, უტყუარი ფაქტებით აპელირება საკმარისი არაა.
აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მათთვის სარეპუტაციო ზიანის მიყენება – როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი.
შესაძლოა ჩვენი “ლოკალური ომის პარტიის” მიერ საკუთარი არა – ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს – მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“– წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: თუ როგორ ხდება რეალობას გამრუდება და სიცრუის ტირაჟირება, წამყვან უცხოურ მედია საშუალებებს თავი რომ დავანებოთ, ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები არანაკლები „სიმძაფრით“ ატირაჟირებენ
Next: მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა შეეფარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.