Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს, ვინც ამისთვის მზად არ არის, სხვა ქვეყანა სჭირდება – ალექსეი არესტოვიჩი

მარშალ პრესი 11/04/2022
ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთთან ომი შესაძლოა, 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდში რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ასე იქნება ჩვენთანაც. არ ვიცი, საჭირო იქნება თუ არა ხუთი, მაგრამ 2035 წლისთვის რამდენიმე სამხედრო შეტაკება გარანტირებული გვაქვს. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ, შესაძლოა, ხუთ წელიწადში ერთხელ და დიდ შეტაკებებს ყოველ შვიდ-რვა წელიწადში ერთხელ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასეთი სცენარისთვის მზად არ არიან, არესტოვიჩი უკრაინის დროებით დატოვებას ურჩევს.

„ვინც ამისთვის მზად არ არის, ვინც ახლა ყვირის, თუ როგორ იცხოვროს და აღზარდოს ბავშვები, სხვა ქვეყანა სჭირდება. აქ ახალი ისრაელია, მხოლოდ მასშტაბები უფრო ძლიერი და საშინელია. ყველა ჩემი ახლობელი აქ არის და იქნება, ვინც მზად არ არის, არის თბილი ესპანეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. წადით იქ, თუ მზად არ ხართ.

არესტოვიჩის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დონბასის მთელი ტერიტორია პუტინის არმიის მიერ იქნება ოკუპირებული, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს ამისთვის, რაც უზარმაზარ ადამიანურ ზარალს და ეკონომიკურ დანაკარგებს გამოიწვევს.

Post navigation

Previous: ნონა მამულაშვილი პარლამენტში “კლიზმით” მივიდა
Next: საქართველომ მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე – ილია დარჩიაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.