მერამდენედ დადასტურდა ის, რასაც ვამბობდი! სამოქალაქო სექტორი უნდა გაიწმინდოს მსგავსი ადამიანებისგან

415
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი. ა/ო „პლატფორმა 2020“ ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დანამატს წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო სექტორს შირმად იყენებდა, დღეს კი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პლატფორმა 2020“ ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებას წარმოადგენს.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

„პლატფორმა 2020“ თავის მოღვაწეობის დროს, ღიად იცავდა ნაციონალურ მოძრაობას, რომლისთვისაც ვასო ურუშაძე და ძმანი მისნი, ერთგვარ „ფოთლის როლს“ ასრულებდნენ და მათ დარღვევებზე თვალს ხუჭავდნენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რომ პლატფორმა 2020-ს კოდუა აფინანსებს, გადამზადება კი უკრაინაში გაიარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, სწორედ მისგან მიიღეს დირექტივები და ე.წ. სამოქმედო გეგმა, როგორც ჩანს მათ დავალებას თავი „კარგად“ გაართვეს და ვასილს ეს დაუფასეს, არარსებული მთავრობის წევრია. რაც შეეხება დავალებას, დავალება ცესკოს და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას შეეხებოდა, მათ ცდა არ დააკლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან საარჩევნო პროცესმა მაღალ დონეზე ჩაიარა და მათი ბოდვა, რა თქმა უნდა სერიოზულად არავინ მიიღო.

სამოქალაქო სექტორი, მსგავსი მავნებლებისგან უნდა გაიწმინდოს, რადგან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელს ლახავენ და ფონს პარტიული დავალების შესრულებით გადიან. როგორ შეიძლება „პლატფორმა 2020-მა „ მოღვაწეობა გააგრძელოს და ობიექტურობაზე ქონდეს პრეტენზია? ეს ხომ საზოგადოების შეურაცხყოფაა? მაგრამ თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში შეკრებილ ადამიანთა მორალურ დონეს გავითვალისწინებთ (ყველას არ ეხება) მათგან არაფერია გასაკვირი, ისინი ხომ შავის თეთრად წარმოჩენაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დახელოვნებულ ორგანიზაციას წარმოადგენენ”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება