ვასილ ურუშაძეს, საარჩევნოდ გაწეული ღვაწლისთვის, მელიამ თანამდებობაც მოუმზადა ჩრდილოვან კაბინეტში

246
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”. აქედან გამომდინარე მას, მის მიერ საარჩევნოდ გაწეული ღვაწლისთვის “ჩრდილოვან კაბინეტში” თანამდებობაც მოუმზადა ნიკანორ მელიამ.”– წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

“ფაქტია, ამით ვასილ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიის გუნდის წევრად.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა ვინ აფინანსებდა და აფინანსებს პროექტს “ხმის მცველი”?!
იქნებ დადგა დრო პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო?! “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი ბიუჯეტირების კვალს ნეტა ვისკენ მივყავართ?!”– აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება