IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს, ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, კანონმდებლობა იქნება იმაზე მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

“თუ ვინმე გადაწყვეტს, დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააშინოს, ან მოისყიდოს ამომრჩეველი, კანონი იქნება უფრო მკაცრი. ეს მესიჯი არის ყველას მიმართ, განურჩევლად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის პოტენციური დამრღვევი. ჩვენ არ ვარჩევთ, ვინ იქნება ამ კონკრეტული ქმედების სუბიექტი, ყველას მიმართაა ჩვენი გზავნილი, რომ კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, რათა ამან კიდევ უფრო მეტი გარანტიით უზრუნველყოს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ყველამ შეიკავოს თავი. ამის გამორცხვას ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტით და გარანტიით ვაპირებთ. მეტი მიზეზი, მიზანი ამ ინიციატივას არ აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება